სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი ლიკვიდირებულია – გარდაცვლილა 12 ადამიანი

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა თურმანიძემ განაცხადა.  ადგილზე იმყოფება პრემირ მინისტრი, რომელიც ბრიუსელიდან პირდაპირ ბათუმის აეროპორტში დაჯდა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 12 ადამიანი. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.