ანიტა რაჭველიშვილი სადებიუტო ალბომს გამოუშვებს

ქართველი მეცო სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, თავის სადებიუტო ალბომს გამოუშვებს. ამაში  მას 1927 წელს დაფუძნებული ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია, Sony Classical დაეხმარება. ანიტას პირველი ალბომი ონლაინ 2018 წლის 2 მარტს გამოვა, CD-ის სახით კი მისი შეძენა 13 აპრილიდან იქნება შესაძლებელი.

“თამარ მეფე დღევანდელი ქართველი ქალის მაგალითია. მიხარია, რომ ეს სიმღერა ჩემს სადებიუტო ალბომში შევა, რადგან ჩემს თავს ძლიერ და წარმატებულ ქალად მივიჩნევ. სხვა თუ არაფერი, ვცდილობ, რომ ვიყო” – ამბობს ანიტა.