თბილისში არსებული ქანდაკებების გზამკვლევი, რომელიც 144 ძეგლს აერთიანებს, თეა გოგოლაძე-ვულფმა რამდენიმეთვიანი კვლევისა და მუშაობის შედეგად შექმნა.
გზამკვლევი არა მხოლოდ ქალაქში არსებული ძეგლების მოძიებას ამარტივებს, არამედ იძლევა ინფორმაციას სხვადასხვა პერიოდში ამ დარგის მიმართ ხელოვანთა, საზოგადოებისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე.