თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი იმოძრავებს

რამდენიმე დღეში თბილისში ანტიოკუპაციური ტაქსი გამოჩნდება. იდეა მოძრაობას ძალა ერთობაშია ეკუთვნის.

ტაქსის მანქანები საქართველოს სახელმწიფო დროშისა და რუსული ოკუპაციის მთავარი ატრიბუტის – მავთულხლართების კომბინაციით იქნება გაფორმებული. მისი მთავარი დანიშნულება ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ქველმოქმედება იქნება.

ტაქსის სალონში დამონტაჟდება ვიდეომონიტორი, სადაც ნაჩვენები იქნება რუსული აგრესიისა და ოკუპაციის ამსახველი კლიპები, მძღოლები კი ძალა ერთობაშიას წევრები იქნებიან. გაერთიანების წევრები მგზავრებს, სურვილის შემთხვევაში, რუსულ საფრთხეებსა და ოკუპაციის პრობლემებზე ესაუბრებიან. მგზვარები თავად გადაწყვეტენ რამდენს გადაიხდიან მგზარობაში.