ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ღუდუშაურის ქუჩაზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სადაც 20 მ სიგრძისა და ექვსი მ სიმაღლის კედელი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

“ღუდუშაურის ქ. N27-29-ში არსებული ძველი კედელი გასულ წელს ჩამოინგრა და ახლის მშენებლობა აუცილებელი გახდა. რელიეფიდან გამომდინარე, ჩვენს კონტრაქტორ კომპანიას საკმაოდ რთული სამუშაოს შესრულება უწევს. ძველი კედლის ჩამონგრევის დროს ერთ მოსახლეს სახლის სახურავი დაუზიანდა, რომლის რეაბილიტაციაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება”, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.