შიმშილის დროს ხილის წვენის დალევა ორგანიზმისთვის საშიში აღმოჩნდა

ფრუქტოზა – იგივე შაქარი, რომელიც ხილსა და ხილის წვენშია, აქამდე ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნეოდა. თუმცა პრინსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ფრუქტოზა არა ღვიძლში, არამედ ძირითადად წვრილ ნაწლავში გადამუშავდება.

კვლევებით დადგინდა, რომ შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტების მონელების დროს ღვიძლი პროცესში მხოლოდ მაშინ ერთვება, როდესაც წვრილი ნაწლავი გადატვირთულია. ცნობილია, რომ ფრუქტოზას ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებისა და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის წარმოშობა შეუძლია.

სპეციალისტების თქმით, დაავადებების რისკი უფრო მეტად იზრდება, თუ ადამიანი ხილის წვენს მაშინ სვამს, როდესაც მშიერია (კუჭი ცარიელია). თაგვებზე ჩატარებული ცდებისას გაირკვა, რომ მშიერ კუჭზე მიღებულ ფრუქტოზას წვრილი ნაწლავი ვერ ამუშავებს და ნივთიერება პირდაპირ ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც აზიანებს მიკროფლორას, შედეგად კი ის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენებას იწყებს.