BAFTA-ს არაინგლისურენოვანი ფილმების კატეგორიაში ჩან-ვუკ პაკის ფილმმა “მოსამსახურე” გაიმარჯვა

ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის (BAFTA) არაინგლისურენოვანი ფილმების კატეგორიაში გამარჯვებული სამხრეთ კორეელი რეჟისორის ჩან-ვუკჯ პაკის ფილმი “მოსამსახურე” (Handmaiden) გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კორეულმა ფილმმა ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიის ჯილდო მოიპოვა.

არაინგლისურენოვანი ფილმების კატეგორიაში სამხრეთ კორეელი რეჟისორის ფილმთან ერთად წარდგენილი იყო ანდრეი ზვიაგინცევის “უსიყვარულო” (Loveless), პოლ ვერჰოვენის “ის ქალი” (Elle), ანჯელინა ჯოლის “მათ ჯერ მამაჩემი მოკლეს” (First They Killed My Father), ასღარ ფაჰრადი “გამყიდველი” (The Salesman).