აფეთქება ლონდონში

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ამ წუთებში სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.

ლონდონის პოლიციის განმარტებით, მომხდარს სავარაუდოდ ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

აფეთქების ხმა თბილისის დროით, 18:30 წუთზე გაისმა. დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივების ევაკუაცია განახორციელეს.