ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელ-ღაზას საზღვარზე შეტაკებას ღაზა სექტორის ორი მცხოვრები ემსხვერპლა.BBC ცნობით ,დაშავებულია 350-მდე ადამიანი.აქციის მონაწილეები საზღვარს უახლოვდებოდნენ,ამ დროს კი ისრაელის არმიამ ცეცხლი გაუხსნა და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ღაზას მოსახლეობა ე.წ “დაბრუნების მარშს” აწყობს,რომელიც პალესტინელების ისრაელის კონტროლირებად ტერიტიროაზე შეშვებას ემსახურება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,პალესტინელებს ისრაელის სუვერენიტეტის დარღვევის საშუალებას არ მისცემენ.სასაზღვრო ზონაში ისრაელმა 100 სნაიპერი განათვსა.

როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს,უსაფრთხოების ღობესთან მიახლოებისას ნებისმიერი პალესტინელი თავს საფრთხეში ჩაიგდებს,პალესტინელებმა კარვები ხუთ სხვადასხვა ადგილას განათვსეს.აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.სწორედ ამ დროს აპირებს აშშ იერუსალიმში საელჩოს გახსნას.მაისის შუა რიცხვებამდე ასევე აღინიშნება ე.წ “ნაკბა”,იგივე კატასტროფა,რაც 1948 წლის ომის დროს ასი ათასობით პალესტინელების დევნილობას უკავშირდება.