მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა

დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ გაკვეთილის პროცესი ჩაშალა. მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა: “ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ”, თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზეთქვა.

სკოლის დირექციას საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მოსწავლეს ხელწერილი დააწერინა. როგორც გამოცემას სკოლაში უთხრეს, “ამ მოსწავლისგან ყველაფერი მოსალოდნელია”. სკოლაში ამბობენ, რომ ეს მოსწავლე ცუდი ყოფა-ქცევით გამოირჩევა და მუდმივად შლის საგაკვეთილო პროცესს, დირექცია კი უკვე დიდი ხანია მის მშობლებს სკოლაში იბარებს, თუმცა უშედეგოდ.