რონალდინიო პოლიტიკაში წავიდა

რონალდინიომ პოლიტიკური კარიერა დაიწყო და ბრაზილიის რესპუბლიკურ პარტიას შეუერთდა. 

“ბედნიერი ვარ იმით, რომ მონაწილეობას ვიღებ პროექტში, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა წაიყვანოს ჩვენი ქვეყანა, მოუტანოს განვითარება, ბედნიერება და ჯანმრთელობა მთელ მოსახლეობას”, – განაცხადა რონალდინიომ.

ბრაზილიის რესპუბლიკური პარტია ცნობილია ულტრაკონსერვატული შეხედულებებით, ტრადიციული ღირებულებების დაცვით და ლგბტ თემის დევნით.