ყაჩაღობის მცდელობა გორში

გორში,ქალაქის ცენტრში ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს.არსებული ინფორმაციით ლომბარდის თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა მოასწრო.

თავდამსხმელები პოლიციის გამოჩენამდე მიიმალნენ,ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა,ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ,ახლოს მდებარე მაღაზიების მეპატრონეები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა,რაც ყაჩაღობას გულისხმობს.სასჯელი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.