ჩინეთში წარმოებული პრეზერვატივები ჩვენთვის პატარაა – ზიმბამბვეს მინისტრი

ზიმბამბვეს ჯანდაცვის მინისტრის, დევიდ პარირენიატის თქმით, ჩინეთში წარმოებული პრეზერვატივები, რომლებიც მათთან შედის, მაცხოვრებლებისთვის ძალიან პატარაა.

ამის შესახებ, მინისტრმა აივ/შიდსის პრევენციის საღამოზე ისაუბრა.

“ახალგაზრდები იყენებენ იმ პრეზერვატივებს, რომელებიც მათ მოსწონთ, თუმცა ისინი ზიმბამბვეში ნაწარმოები არ არის. ჩვენ პრეზერვატივები ჩინეთიდან შემოგვაქვს და კაცები ჩივიან, რომ ისინი ძალიან პატარაა.” – თქვა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა პრეზერვატივების მწარმოებელი ფირმის Beijing Daxiang-ის დირექტორი, ზაო ჩუანი. მისი თქმით, ისინი პრეზერვატივების ზომას გაზრდიან.

“მინისტრის მოთხოვნების მოსმენის შემდეგ, ჩვენ ჩავატარებთ გამოკითხვებს ზიმბამბვეში პრეზერვატივის მისაღებ ზომასთან დაკავშირებით და მომავალში უკვე განსხვავებულ ზომებს გამოვუშვებთ.” – თქვა ზაო ჩუანმა.