Instagram-ზე ცვლილებაა

nstagram- ი აქტიურად მუშაობს, რათა სიახლეთა ზოლში ერთი კვირის წინანდელ ფოტოებს აღარ გადააწყდეთ.

22 მარტს Instagram-მა გამოუშვა სიახლეების ზოლის განახლება, რომელიც უპირატესობას მიანიჭებს უფრო ახალ პოსტებს. გარდა ამისა, ტესტირების რეჟიმშია ღილაკი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თავად აირჩიონ, როდის განახლდეს კედელი.

Instagram-ის განცხადებით, ეს ცვლილებები ჯერ მხოლოდ პირველი ნაწილია უფრო მასშტაბური განახლებისა, რომელიც რამდენიმე თვეში გამოვა. განახლების მიზანი სიახლეების ზოლის გაუმჯობესებაა.

Instagram-ის განცხადებით, ცვლილებათა მიზეზი მომხმარებლებისგან წამოსული უკუკავშირი გახდა.

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება განახლების ღილაკს, მაგრამ ეს ხელსაწყო ჯერ მხოლოდ ტესტირების ეტაპს გადის.