განათლების მინისტრი აქციის მონაწილეებს მიმართავს

პრემიერ მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ,რუსთაველზე მყოფ ყველა აქციის მონაწილეს,განათლების მინისტრმაც მიმართა.

როგორც მიხეილ ჩხენკელი ამბობს,მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო მზად არის ნებისმიერი მოქალაქეს მოუსმინოს და დიალოგი აწარმოოს მასთან.

“მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ.

ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპირებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება.”-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.