რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა – პარლამენტის შენობასთან ნეონაცისტური ჯგუფის წევრები მივიდნენ

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. პარლამენტის შენობის წინ ნეონაცისტური ჯგუფის წევრები მივიდნენ. პოლიციამ კორდონი გააკეთა და მათ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირი “თეთრი ხმაურის“ მოძრაობის აქტივისტებისგან უნდა გაწმინდონ, რომლებმაც, მათი შეფასებით, 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს.

რუსთაველის გამზირზე „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში „გალერი“ და „ბასიანი“, ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.