“წადით!, წადით!” რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა -კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე დაძაბულობაა. პარლამენტის შენობის წინ კონტრაქციის ჯგუფის წევრები მივიდნენ შეძახილებით “წადით! წადით!”. პოლიციამ კორდონი გააკეთა და მათ მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.