ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და მიიღო აგრესია – ირაკლი ნოზაძის ადვოკატი

ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ნიკა სადრაძემ განაცხადა, რომ ნოზაძემ ფული ისესხა, რომლის დროულად დაბრუნებაც ვერ მოახერხა და ამის გამო მიიღო აგრესია.

“დილით ისესხა თანხა პირადი მოხმარებისთვის. ფიზიკურად არ ჰქონდა თანხა ირაკლის და მთელი დღის განმავლობაში სამოძრაოდ სჭირდებოდა ეს თანხა. საღამოს უნდა დაებრუნებინა, დროულად ვერ მოახერხა დაბრუნება და მიიღო აგრესია”, – განაცხადა ნიკა სადრაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭები” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საერთო საერთო საცხოვრებელში დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.