გასაბერი კუბოები ქალბატონებისთვის

კანადელმა დიზაინერმა ქალბატონებისთვის  წყლის გასაბერი ლეიბების ნაცვლად, გასაბერი კუბოები შექმნა.

დიზაინერები ამბობენ, რომ ის ძალიან კომფორტულია, რადგან, ვიდრე ადამიანი წყალში შესვლას გადაწყვეტს, შეუძლია, ნაპირზე სრულიად იზოლირებულად დაისვენოს.

ისინი დანანებით აღნიშნავენ, რომ ჯერ მათი გაყიდვა არ შეუძლიათ, რადგან გაყიდვის ნებართვისთვის $15 ათასი უნდა გადაიხადონ, რის საშუალებაც არ აქვთ.

„ვისაც ფული გაქვთ და მისი დაბანდება გინდათ, დააფინანსეთ ჩვენი იდეა და ორმაგ მოგებას მიიღებთ“ – მოუწოდებენ ისინი შეძლებულ ადამიანებს.