ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მერკელმა საქართველო უკვე დატოვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ის საქართველოს პერმიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გააცილეს.

წასვლამდე მერკელი გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა, რომლებიც “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის  მონაწილეები არიან. 

ანგელა მერკელი თბილისიდან სომხეთში ჩავა.