გემი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, ნაპოვნია

გაბონის სანაპიროსთან დაკარგული ტანკერი, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, კონგოს წყლებში აღმოაჩინეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლებმა პორტიდან 26 საზღვაო მილის დაშორებით იპოვეს.

ნავთობის ტანკერს 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა და მის ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. ხომალდი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.

კომპანიის წარმომადგენლები ფაქტთან დაკავშირებით  კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.