„კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს“ – პატრიარქი

დღეს კონსტიტუციის დღეა, ასევე მოხდა კონსტიტუციის ახალი რეადაქციის პირველი გამოცების პრეზენტაცია. პრეზენტაციას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესწრებოდა. უწმინდესის განცხადებით, კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს:

“დღეს არის კონსტიტუციის დღე. ძველი რომაელები ამბობდნენ, მკაცრია კანონი, მაგრამ კანონია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრება. კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს ან გარკვეულ წლებს. მე ვფიქრობ, თანდათან სრულყოფილი გახდება ჩვენი კონსტიტუცია და ხალხი ისწავლის კონსტიტუციის სივრცეში ცხოვრებას. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩვენი კონსტიტუცია”, – განაცხადა პატრიარქმა.