“მერკელი არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს – ეს ნათელი გზავილია” – სააკაშვილი (ვიდეო)

ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის, ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი გერმანიის კანცლერის განცხადებას, რომელიც მან დღეს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით,  მერკელმა თქვა, რომ საქართველო  იმაზე მეტად არის მზად ცვლილებებისთვის, ვიდრე იყო სომხეთი.