ქუთაისში, გარემოვაჭრემ დახლის დემონტაჟის გამო თავის ჩამოხრჩობა სცადა

ქუთაისის მერიამ, ეგრეთ წოდებული კეჩის ბაზრის ტერიტორიაზე, უკანონო ვაჭრობა აკრძალა. მთელი ღამის განმავლობაში დახლების დემონტაჟი მიმდინარეობდა.


საფიჩხიის მკვიდრმა, აფხაზეთიდან დევნილმა, ჯონი დადიანმა ამის გაგებისთანავე თვითმკვლელობა, თავის ჩამოხრჩობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ის ქუთაისის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გავრცელებული ინფორმაციით მდგომარეობა მძიმეა. მეზობლების განცხადებით ოჯახს ბანკის ვალები აქვს და ერთადერთი საარსებო წყარო ვაჭრობიდან შემოსული თანხებია.

წყარო: http://kutaisitoday.com