საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია 8 სექტემბრის შემდეგ გახდება ცნობილი.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს თსუ-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ამის შესახებ ჩვენი მხრიდან პოზიცია გაჟღერდება, ალბათ, მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ სავარაუდოდ, 8 სექტემბრის შემდეგ. სავარაუდოდ, ეს ასე მოხდება,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.