მინისტრმა მაია მიმინოშილი და თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა

მასშტაბური საკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში. მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. თანამდებობიდან გათავისუფლებულია თამარ სანიკიძეც, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. განცხადება ამის შესახებ განათლების სამინისტროში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თანამდებობებიდამ გათავისუფლდნენ მისი მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურას მურღულია. ასევე სხვა თანამდებობის პირები. მინისტრის თქმით, სამინისტროში საკადრო ცვლილებები გაგრძელდება და მინისტრის მოადგილეების რაოდენობა შემცირდება.