COCA-COLA სასმელში კანაფის გამოყენებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები კანადურ კომპანია Aurora Cannabis Inc-თან მიმდინარეობს.
გამოცემა Bloomberg წერს, რომ Coca-Cola გეგმავს ინგრედიენტად გამოიყენოს სამედიცინო დანიშნულების მარიხუანა, რომელიც ტკივილის შეგრძნებებს შეამცირებს.
COCA-COLA-ს ინფორმაციით, ორივე მხარე დაინტერესებულია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ COCA-COLA-ს მხრიდან კანაფის ბიზნესისადმი ინტერესი, შესაძლოა, ტრადიციული ბიზნესის მოგების კლებას უკავშირდებოდეს.