ბათუმში, დედამ მცირეწლოვანი შვილი გაყიდა – (ვიდეო)

“კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელის მტკიცებით, ბათუმში, დედამ შვილი გაყიდა. მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ მოსკოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალმა, დაახლეობით 2 თვის შვილი ფულის სანაცვლოდ სხვას მიჰყიდა. დღეს ადგილზე მისულებს კი, მცირეწლოვანის დედა სახლში არ დახვდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პოლიცია გამოიძახა. 

„რადგან ოჯახი აქ აღარ დაგვხვდა, პოლიციას შევატყობინე. როგორც გვითხრეს, მისამართი შეიცვალეს და მიმდებრედ, სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად,“ – აცხადებს ღოღობერიძე.

შსს- მ ბავშვის გაყიდვის შეტყობინებაზე წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

წყარო: tv25.ge

ქ.ბათუმში დედა მაკა/ჩ შვილი გაყიდა, ამ ეტაპზე გამოძაღებული გვყავს პოლიცია

Posted by Merab Gogoberidze on Friday, October 19, 2018