ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი, რომ ვაფასებ, თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, არ მწყინს -სააკაშვილი

მიხელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილის იმ კომენტარს ეხმაურება რომლის მიხედვითაც სააკაშვილმა ფას ფრანკფურტში შეხვედრის დროს ბოდიში მოუხადა. 

“გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი,რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის,საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ.არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება.ვთვლი,რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის.თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა,მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს.
ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს…
რაც უფრო მალე მივხვდებით ამას,მით უფრო დამაჯერებლად და სწრაფად გაიმარჯვებს საქართველო…” – წერს სააკაშვილი.