ბიძინა ივანიშვილი ტელეარხების შეთავაზებებს დათანხმდა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ხვალ ინტერვიუს სამი ტელევიზიის სამ შერჩეულ ჟურნალისტს მისცემდა, ივანიშვილმა თანხმობა მხოლოდ ტელე იმედისგან მიიღო.

რუსთავი 2-ის თოქ შოუ „არცევანის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ და გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ უარი განაცხადეს, მათი თქმით გადაცემები უკვე დაგეგმილია და გეგმებს ვერ შეცვლიან.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიძნა ივანიშვილი ტელეკომპანიები მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდა და ინტერვიუს დაესწრებიან ის ჟურნალისტები, რომლებსაც თავად არხები აირჩევენ. რუსთავი 2-დან შეხვედრაზე ეკა კვესიტაძე, ტვ პირველიდან კი დიანა ტრაპაიძე წავლენ.