“ბოდიში სააკაშვილის ნაშა არ ვარ ”- იუნა შაფათავა

”იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ”ცესკოს” მიმართავს:

ბოდიში, ნაციონალი არ ვარ, არც სააკაშვილის ნაშა, არც რუსთავი2, მაგრამ ყურადღება მომაქციეთ, #ცესკო ცესკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია:

ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს

პატივცემულო ქალბატონო/ბატონო,

გაცნობებთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, მოვიძიე ინფორმაცია და შევავსე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის აღრიცხვაზე აყვანის განაცხადი ვებ-გვერდზე საქართველოს წარმომადგენლობაში აშშ-ში.

არჩევნებში მონაწილეობისათვის ბოლო ვადა დაფიქსირებულია mfa.gov.ge ვებ გვერდზე, როგორც 7 ოქტომბერი. ვინადან საქართველოს მოქალაქეების აღრიცხვაზე აყვანა აშშ-ში არ ატარებს სავალდებულო ხასიათს და ინფორმაცია არ ვრცელდება მათზე ელ.ფოსტით ან ტექსტური შეტყობინებით, ინფორმაცია არ მიმიღია, ჩემი ინიციატივით შევედი ვებ გვერდზე და მოვიძიე.

გთხოვთ, დამრთოთ ნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების, აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობის საქართველოს მოქალაქეებთან სავალდებულო უკუკავშირის არარსებობის გამო ჩემს მიერ გამოტოვებული საბოლოო ვადის მიუხედავად.
ვცხოვრობ ნიუ-იორკში, ჩემი საკონტაქრო ინფორმაცია საქართველოს წარმომადგენლობას აშშ-ში საელჩოს გააჩნია სრულად, ჩემს მიერ შევსებულ ანკეტაში.

აქვე, გამოვთქვამდი სურვილს, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საერთოდ მოიხსნას deadline განაცხადებზე, დიდი მანძილების და დროის დეფიციტის გამო, წარმომადგენლობებთან სუსტი ან არარსებული უკუკავშირის გამო, ადგილზე დადგინდეს რეგისტრარი მოქალაქე,რათა ყველას ჰქონდეს ხმის მიცემის შესაძლებლობა- დარწმუნებული ვარ, არ ვარ მარტო ამ პრობლემის წინაშე და ეს პირდაპირ კავშირშია საქართველოს ინტერესებთან, არჩევნების ჩატარებისას.

წინასწარ მოგახსენებთ მადლობას თხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

პატივისცემით,

იუნა შაფათავა” – წერს იუნა შაფათავა.