გავრცელებული ჩანაწერის კანონიერებაზე სერიოზული კითხვები მაქვს-ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე მსჯელობა იმ საკითხით უნდა დაიწყოს, არის თუ არა ის ავთენტიკური.

„ამ ნაწილიდან, რაც მოვისმინე მე პირადად, აზრი ვერ გამოვიტანე. კონტექსტი ვერ გავიგე. ზოგადად საუბრობს, რომ რაღაც ინფორმაცია ჰქონდა. ეს ინფორმაცია დადებითი იყო თუ უარყოფითი, ვერ გავიგე. ამ საუბრიდან არ იკითხება. ამიტომ არ ვიცი, რაზე ლაპარაკობს. მართალია, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დასკვნებს თვითონ აკეთებს, ყვება იმას, რაც უნდოდა, მოესმინა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, ამ საუბარში ასეთი რამ არ არის. ვერ გავიგე ეს ადამიანი, რა ჩვენებაზე საუბრობს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, მიმდინარეობდა თუ არა ამ კუთხით რამე გამოძიება პროკურატურაში.

ეკა ბესელიას ეეჭვება, რომ ის კანონიერად იყოს მოპოვებული.