გაუპატიურების მცდელობა რუსთავში – გამწარებულმა მსხვერპლმა მოძალადეს თითი მოაჭამა

რუსთავში ახალგაზრდა ქალმა, წარსულში ნასამართლევ მამაკაცს, რომელიც მასზე ძალადობას ცდილობდა თითი მოაჭამა. როგორც “ნიუპოსტს” აცნობეს, შემთხვევა წინა კვირას მოხდა. 

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი თავდაპირველად ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს აედევნა. გოგონამ საფრთხე იგრძნო და იქვე მდებარე მარკეტში შევიდა. 

ამის შემდეგ, მამაკაცმა მორიგი მსხვერპლი შეარჩია, აედევნა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეათრია. ახალგაზრდა ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა მას შემდეგ შეძლო, რაც თავდამსხმელს თითი მოაჭამა. საბოლოოდ მამაკაცი პოლიციამ დააკავა. 
“ნიუპსოტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ დაკავებულია პირი, რომელსაც ბრალად, ძალადობა და იძულება ედება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის და იძულების ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ღამით, რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ამავე კორპუსის მაცხოვრებელ გოგონას შეყვა და მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაადგილებას აიძულებდა. გოგონამ თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია და გ.მ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება ძალადობის და იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”- აცხადებენ შს სამინისტროში.

წყარო: ნიუპოსტი