გრიგოლ ვაშაძე – 37,93%, სალომე ზურაბიშვილი 40,05% – ცესკოს პირველადი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ამ დროისთვის კომისიაში შესულია 512 უბნის შედეგები, რაც მთლიანი უბნების 13%-ზე მეტია.

ცეესკოს პირველადი მონაცემებით შედეგები ასე გადანაწილდა :

სალომე ზურაბიშვილი – 40,05% 

გრიგოლ ვაშაძე – 37,93%

დავით ბაქრაძე – 10,83% 

შალვა ნათელაშვილი 4,16% 

აღნიშნული მონაცემების  შესახებ თამარ ჟვანიამ, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.