დაპირისპირება სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციაზე – (ვიდეო)

დაპირისპირება ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე. აქციის მონაწილეები  ბანერებით კარვის აწყობას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.  ზაზა სარალიძის თქმით, მათ სურდათ, რომ არა კარავი, არამედ კარვის მსგავსი მოწყობილობა დაედგათ, რადგან სიცივის გამო ღამის ღია ცის ქვეშ გათენება უჭირთ, თუმცა პოლიციამ კარვისთვის განკუთვნილი ბანერები დააზიანა. 

ერთმა პირმა დაზიანება მიიღო, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო. შუახნის მამაკაცი შეხლა-შემოხლის დროს რკინის ჯებირსა და ბანერს შორის მოჰყვა რის შედეგადაც მხრის დაზიანება მიიღო.