„დედაენის ბაღში“ ზურაბ ჯაფარიძე და 10-მდე ადამიანი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება იყო დედაენის ბაღში, გირჩის მიერ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზების აღსანიშნავი ფესტივალზე. როგორც ცნობილია სამართალდამცველებმა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, რასაც გირჩის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა, რა დროსაც 10-მდე აქციის მონაწილე დააკავეს.

როგორც ცნობილია პარტიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი კანაფი ამოიღო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა, რომ მისი ქმედება კანონდარღვევა იყო და სამართალდამცველების რეაგირებას ელოდებოდა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა დღესვე გირჩის წევრები – ვახო მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია დააკავეს.

ფოტო :ipn.ge