ესენი ჩემს ლიკვიდაციაზე არიან წამსვლელები, მაგრამ საჯდომი არ აქვთ – ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბრის ფარულ ჩანაწერზე კომენტარს აკეთებს ჟურნალისტებთან შეხვედრისას:

“მე იმ ჩანაწერების არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენპრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა, არაფერი არ მიკვირს. არ მიკვირს, თუნდაც ის ჩემთან დამოკიდებულებით -ნახეთ გვარამიას გამონათქვამი კვესიტაძესთან ერთად – რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე და როგორ ცდილობს. რომესენი ამაზე არიან წამსვლელები, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ უკაცრავად და ვიტყვი, რომ მაგათ მაგის საჯდომი არაქვთ. ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია – რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურებიყველაფერს და ვერ გრძნობენ. მაგათ მაშინ ჰქონდათ, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფობერკეტი მათ ხელში რომ იყო, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ, მაშინჩადიოდნენ ყველაფერს – ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. ეგრე არ არის – არც იფიქროთ, გულშიც არ გაივლოთ.არა, წამსვლელები რომ არიან, კი ბატონო, ეჭვს არ იწვევს”

წყარო: id.ge