ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ყოფილი პრემიერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

მერაბიშვილის ინტერესების დამცველი იმ ფარულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების არაერთ დანაშაულში ამხელს და ამბობს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანმა თავად აღიარა, რომ ყოფილი პრემიერი ციხიდან მოიტაცეს და ფარცხალაძეს მიჰგვარეს.  

ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.