ზურაბიშვილმა 3 დღეში მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1-3 ოქტომბერს საერთო ჯამში მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. 

შემწირველთა შორის არიან თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ჩამონათვალშია ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი. ამ უკანასკნელმა კანდიდატს 45 000 ლარის შესწირა.

ფულადი შეწირულობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა, 60-60 ათასი ლარი ზურაბიშვილს შემდეგმა მოქალაქეებმა ჩაურიცხეს: ბონდო ომიანიძე, გიორგი გველესიანი, დავით შენგელია, გიორგი ქსოვრელი, ირაკლი ცეკვაშვილი, სერგო გალუსტიანი, გიორგი თანანაშვილი, ნიკა მერაბიშვილი, ვლადიმერ სრეფანიანი, ავთანდილ გულიკაშვილი.