“ზღვარ გადასულო ნაძირალა ქაჯო!!!!!” – სარალიძე ბესელიას

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას კომენტარს ეხმაურება: 

“ზღვარ გადასულო ნაძირალა ქაჯო!!!!!
გითხარით მე თქვენ დავით ზაზასძე სარალიძე დაგისვავთ იმ კოლიტიკურ წერტილს,რომელ პოლიტიკურ ჭრილშიც თქვენ თავად გადაიტანეთ.
თქვენგან განსხვავებით ჩვენ,გლეხებს საკუთარი ღირსების მეტი არაფერი გაგვაჩნია და ამ მამაპაპისეულ ნაბოძებ ღირსებას არანაირ ფასად არ ვყიდით.” – წერს სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ ბესელიას შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის არჩევანია ან წარსულში დაბრუნება ან მომავალი.

„ყველა იმ ადამიანისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი იბრძოლა ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან მნიშველოვანია, რომ იმ წარსულში აღარ დავბრუნდეთ. ახლა, მეორე ტურში, სწორედ ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ, სადაც არ არის მესამე ალტერნატივა – არის წარსული ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება ან ადამიანის უფლებების უფრო მაღალი სტანდარტის გაგრძელება. არჩევანი ასეთია – გვინდა თავისუფლების გაგრძელება და თავისუფლების პირობებში უკეთესი საქართველოსთვის შრომა თუ დავბრუნდეთ წარსულში და დავაბრუნოთ მოძალადეთა რეჟიმი. დღეს ეს არჩევანი დგას, რაც არის პოლიტიკური და მორალური არჩევანი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია, თუ რა არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და სისასტიკე, ამ წარსულში დაბრუნებას არ მოისურვებს. ამიტომ მგონია, რომ მეორე ტურში ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მკაფიო მხარდაჭერას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში სულ სხვა მოცემულობაა – აქ არის შავი და თეთრი, წარსული და მომავალი. ვისაც უნდა თავისუფლება და არ უნდა წარსულის ჯოჯოხეთში დაბრუნება, არჩევანს ნათლად, მკაფიოდ და გააზრებულად გააკეთებს. უნდა გავიაზროთ, რა რეალობა და რა პრობლემებია და ასევე უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ამდენი ვიბრძოლეთ და რასაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს ღირებული იყო და უნდა გადარჩეს თუ გაბრაზების გამო ყველაფერს უნდა გადავაბიჯოთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.