თბილისში მანქანა მტკვარში გადავარდა (ვიდეო)

თბილისი – მარცხენა სანაპირო, ვ.ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე BMW-ს მარკის ავტომანქანა მდ.მტკვარში გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მძღოლი უვნებლად ამოიყვანეს

21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.