თქვენთვის რამე რომ გაკეთდეს, საჭირო მე ყური მქონდეს ხელისუფლების – ზურაბიშვილი

იმისთვის, რომ თქვენთვის რამე გაკეთდეს, საჭირო არის, რომ მე ყური მქონდეს ხელისუფლების – ეს განცხადება, მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. 

ზურაბიშვილი ამომრჩეველს შიდა ქართლში შეხვდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„იმისთვის, რომ თქვენთვის რამე გაკეთდეს და იმ მიმართულებებით, რასაც თქვენ ელოდებით პრეზიდენტისგან, ამიტომ საჭირო არის, რომ მე ყური მქონდეს ხელისუფლების, მქონდეს საშუალება რომ მივიდე, მქონდეს საშუალება, რომ ის საკითხები, რომელიც იქნება დასაცავი და წარსადგენი, მივიტანო იქამდე და ზოგჯერ თუ საჭირო იქნა, მუშტითაც დავარტყა მაგიდაზე იმიტომ, რომ არის საკითხები, რომელიც საჭიროებს ცოტა უფრო მეტ, შეიძლება, ძალისხმევას და უფრო აქტიურად და სწრაფი ტემპით სიარულს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.