“ივანიშვილმა რამიშვილი გააგდო, ბიგვავას კი შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო”

28 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ ბიოგრაფიაში შავი ასოებით შევა. დიახ, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურა და „ეიდოსნ რისერჩის“ ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საშინელი ფიასკო განიცადა. ქალბატონი ზურაბიშვილის კრახშიც „ოცნებაც“ დარწმუნებული იყო, მაგრამ ერთხანობას „პირველ ჩვენებას აწავებოდა“ და საზოგადოების „დაბოლებას“ გაურკვეველი ორგანზიაციის – „ფსიქოპროექტის“ ასევე, გაურკვეველი ეგზიტპოლის შედეგით ცდილობდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროვა და რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 53 პროცენტი მოიპოვა, თუმცა ირაკლი კობახიძე მალევე იძულებული გახდა, რომ მეორე ტურის აუცილებლობა ეღიარებინა და ამით ირიბად ისიც აღიარა, რომ „ფსიქოპროექტმა“ ჩაისვარა.

ისე, ყველაფერი რიიგზე რომ ვერ იყო, „ოცნებას“ იქიდანაც შეეტყო, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილი ბობოლა „მეოცნებეები“ საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიშალნენ და, როგორც ხმა გამოვიდა, ეს „სხადნიაკი“ თავად ბიძინა ივანიშვილმა ისე დატოვა, რომ ზურაბიშვილს არც კი დაემშვიდობა.

ამის შემდეგ, როგორც „ნიუპოსტს“ უყვებიან, „ოცნების“ სტაფი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც პიარი აქვთ ჩაბარებული, საგონებელში ჩავარდა. ასევე, ცუდ დღეში აღმოჩნდნენ „ფსიქოპროექტის“ სათავეებთან მდგარი ადამიანები, მათ შორის, ზურაბ ბიგვავა, რომელსაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ივანიშვილმა შეუთვალა, თვალით აღარ დამენახოო.

შუში სასახლეში ასვლა, „ნიუპოსტის“ მონაცემებით, ვერც „ოცნების“ პიარ-ტვინმა, ლაშა ნაცვილიშვილმა გაბედა. ასევე, სადღაც გაუჩინარდა გოგა ხაინდრავა. კოკა ყანდიაშვილმა კი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს ჯერ კიდევ 18:00 საათზე, ანუ არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე მიულოცა, „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლების გამოქვეყნებისთანავე აღნიშბული პოსტი სოციალური ქსელიდნა წაშალა.

ბიგვავას და ნაცვლიშვილის ბედი ელის შალვა რამიშვილსაც, წყაროს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მცდელობა მასაც ჰქონდა, თუმცა “ოცნების” ლიდერმა ის გააგდო/

ამასთან, არსებობს მოლოდინი, რომ „ფსიქოპროექტი“ არათუ არსებობსას შეწყვეტს, არამედ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ წლების განმავლობაში „ოცნების“ პიარისთვის ივანიშვილს ფულს ართმევდა, „ოცნების“ თავმჯდომარის წინაშე პასუხს აგებს, რაც ალბათ, იმაში გამოიხატება, რომ მათ სერიოზული თანხმების უკან დაბრუნება მოუწევთ.

წყარო: newposts.ge