“იქნებ თქვენც გინება დაუწყოთ ბიძინას და აიმარჯვოთ” – კვიციანი უმრავლესობას (ვიდეო)

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, ემზარ კვიციანი საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება მმართველ გუნდს აკრიტიკებს. მან ხელისუფლება ოპოზიციას შეადარა და ურჩია, რომ მათ მიბაძონ და იქნებ მოახერხონ გამარჯვება.

„წარმოიდგინეთ 2 წელიწადია აქ ვზივართ ჩვენ. 2 წელიწადია ბიძინას აგინებენ ესენი და მატულობენ და იზრდებიან. იქნებ თქვენც გინება დაუწყოთ ბიძინას და გაიზარდოთ და გაიმარჯვოთ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი რასაც ხალხს ვაყურებინებთ, ცირკებს“ – განაცხადა კვიციანმა.