“მამაჩემმა ეგ თავის შვილებს არ ნახულობს და სხვას რავა მეიტაცებდაო” – ვისში აერია პოლიციას ქავთარაძე

სოციალურ ქსელში ნიკა ქავთარაძე სახალიხო ისტორიას წერს.

“ზესტაფონში, მამაჩემის მეგობრის შვილი გაუტაცებიათ.
პოლიცია აცხადებს, რომ გამტაცებელი ვინმე ნიკა ქავთარაძეა.
ხოდა, არ წყდება ზარები მამაჩემის ტელეფონზე.
ხოდა, მამაჩემს უთქვამს:
– ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო

მოკლედ, მე არ ვარ და იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება” – წერს ნიკა ქავთარაძე.