მეორე ტურია, ბევრმა მხარდამჭერმა ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოავლინა – გია ვოლსკი

ქართული ოცნების წევრის გია ვოლსკის თქმით, მათმა ბევრმა მხარდამჭერმა ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოიჩინა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან და მცირე უპირატესობას გამარჯვებად გადააქცევენ.

” მეორე ტურია, ამაში არაფერი ცუდი არ არის. მე ვიტყოდი, რომ მობილიზებაა საჭირო. ძალიან ბევრმა მხარდამჭერმა ზედმეტი  თავდაჯერებულობა გამოავლინა. ვფიქრობ უფრო აქტიურები იქნებიან და ამ მცირე უპირატესობას მგონი მოგებად გადავაქცევთ. ამი წინა პირობა არსებობს. ზეიმი არ ყოფილა, ზეიმი ვაშაძის გუნდში იყო” – განაცხადა ვოლსკიმ.