„მეორე ტურში გაჩვენებთ, რამდენი ვართ და თან, რა მაგრები!..“ – ნინი ქარსელაძე

ნინი ქარსელაძემ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისგან. როგორც თავად წერს, ჯერ „ფეისბუქის“ გაუქმება გადაწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ის თავის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს:

„დღეს მთელი დღე ვიფიქრე, რა დამეწერა, მერე „ფეისბუქი“ გავაუქმე, რათა ფეიკ ექაუნთებიდან შემოსული აგრესია ამესხლიტა. მაგრამ ვერ ვასიამოვნებ ვერავის, განსაკუთრებით იმ ნაცსექტას! ჩვენზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ მოახდენთ, ვისზეც მოახერხეთ, ისიც ღმერთმა შეგარგოთ, შემდეგ ტურში გაჩვენებთ, ვინ ხართ სინამდვილეში. ჰოდა, ახლა მოემზადეთ, მეორე ტურში გაჩვენებთ, რამდენი ვართ და თან რა მაგრები❤ მე ვსაუბრობ ჩემი ოჯახის, მომღერლების და კიდევ ბევრი ჩემი ახლობლის სახელით! არჩევნების მეორე ტურამდე ცოტა დღე გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები კარგად გაიხსენებენ იმ 9 წელს!!!!!!

ისე სცენა არ გვქონდა აწყობილი, მაგრამ მეორე ტურის ბოლოს ავაწყობთ, მაგაზე არ დაგწყვეტთ გულს და თქვენც დაგპატიჟებთ. ისე, რა სასწაული ხალხი ხართ, მთელი დღე გაატარეთ ჩვენს ლანძღვაში. გგონიათ, ვინმესთვის რამეს ნიშნავს?

P.S. ახლა ჩემიანებს მივმართავ: ნუ მოდუნდებით, სიკეთე გაიმარჯვებს. ჩემი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“.