მერია ვაკელებს სთხოვს საყოფაცხოვრებო ნარჩენები დღის ნაცვლად საღამოს გადაყარონ

თბილისის მერია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, რომელიც ვაკის რაიონში საპილოტე რეჟიმში მოქმედებს, ვაკის მოსახლეობას მიმართავს.

მერია და “თბილსერვის ჯგუფი” კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის მცხოვრებლებს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ.

“დედაქალაქის მერია და “თბილსერვის ჯგუფი” კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ვაკის რაიონის მოსახლეობას, რომ გაითვალისწინონ პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნაგავშემკრებ კონტეინერებში არა დღის, არამედ საღამოს საათებში განათავსონ. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ქუჩების სისუფთავეს და ტრანსპორტის მარტივ გადაადგილებას,” – წერია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან თბილსერვისმა თბილისში საპილოტე პროექტი დაიწყო, რომლის მიხედვითაც ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე მხოლოდ ღამის საათებში გაიტანენ ნარჩენებს – დაწყებული ვაკის პარკიდან, დამთავრებული თსუ-სპირველ კორპუსამდე. საუბარია, მთელ ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ყველა ქუჩის განშტოებაზე.