“სალომე არის გზა ევროპისკენ” – ქეთი დოლიძე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს რეჟისორი ქეთი დოლიძე. მისი თქმით, ევროპისკენ გზა სწორედ სალომე ზურაბიშვილზე გადის.

„სალომე არის ჩემი მეგობარი იმიტომ, რომ მას ვუჭერ მხარს, იმიტომ, რომ სწორედ სალომე არის გზა ევროპისკენ. არის ასეთი თქმა, ყოფილი კგბ-ს თანამშრომლები არ არსებობენ. თანაც სამწუხაროდ ეს რუსული გამოთქმაა,” –  აცხადებს ქეთი დოლიძე.