სოხაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და უსუფაშვილის ნაცვლად ხმას ზურაბიშვილს აძლევს – წაშლილი სტატუსი

მომღერალი ირმა სოხაძე გადაწყვეტილებას ცვლის და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერას სალომე ზურაბიშვილის უცხადებს. მან გადაცემაში  “პირველები” განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით უსუფაშვილია  მისი რჩეული, თუმცა, აღნიშნულ გადაცემაში დაძაბული ეთერის, შემდეგ მან პოზიცია შეცვლა, რის შესახებაც განცხადება სოციალურ ქსელშიი გააკეთა, თუმცა აღნიშნული განცხადება მან მალევე წაშალა.

“მოვედი TV – “პირველი”- ს გადაცემა “პირველებიდან”. მძიმე ეთერი იყო და კიდევ ერთხელ – უკვე მერამდენედ- დავრწმუნდი, “ნაცების” დაბრუნება მართლა უაღრესად საშიში და შესაბამისად, დაუშვებელია! უაპელაციო, უარგუმენტო და შეურაცხადი ზიზღი განსხვავებული აზრის მიმართ საშინელ ასოციაციებს იწვევს… ამან ბევრი ჩემი პასიური მეგობარიც გამოაფხიზლა… დღეს ეთერში მე დავასახელე სხვა, ნეიტრალური, ღირსეული, ჩემი რჩეული კანდიდატი, თუმცა ვფიქრობ, ამჯერად ვალდებული ვარ პატიება ვთხოვო მას და შევცვალო ჩემი გადაწყვეტილება… და ხმა მივცე ერთადერთ კანდიდატს, ვისაც რეალური ძალა შესწევს “ნაცების” დამარცხებისა – სალომე ზურაბიშვილს”, – წერს სოხაძე.